განათლების პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან. მეორე ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტს. თითოეული სემესტრი მოიცავს 30 ECTS კრედიტს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით.
პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კვლევითი და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
სტუდენტს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებაში ეხმარება, როგორც კვლევის ბლოკის საგნები, ასევე სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკში შემოთავაზებული არჩევითი საგნებიც.პრაქტიკული უნარები ვითარდება როგორც პროფესიული პრაქტიკის და პრაქტიკის კვლევის საგანში, ასევე ცალკეულ კურსებში, მათ შორის კვლევის კურსების ფარგლებში, ისე სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას.განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილის ფარგლებში კრედიტები ნაწილდება შემდეგნაირად:
მეორე ნაწილი:
- სავალდებულო კურსების ბლოკი - განათლების პოლიტიკა და ანალიზი - 10 ECTS კრედიტი;
- სავალდებულო კურსების ბლოკი - ცვლილებების მართვა - 5 ECTS კრედიტი;
- სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი - 10 ECTS კრედიტი;
- კვლევის მეთოდების ბლოკი (სავალდებულო/არჩევითი) – 5 ECTS კრედიტი;
- სამაგისტრო ნაშრომი - 30 ECTS კრედიტი.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.
