პროგრამის მიმოხილვა

ქართული ფილოლოგია: მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ქართულ ფილოლოგიაში

 

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს მეცნიერული ცოდნა ქართული და მსოფლიო ლიტერატურის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიულ-შემეცნებითი პროცესების საკვანძო საკითხებზე; განუვითაროს ნაწარმოების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების უნარი; გააცნოს ლიტერატურული პროცესები მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კონტექსტში; შეასწავლოს ქართული ენის სტრუქტურა და ენათმეცნიერული თეორიები; განუვითაროს ლინგვისტური წყაროების ანალიზის უნარი; შეასწავლოს კლასიკური ენების საფუძვლები.

 

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა გულისხმობს სავალდებულო და არჩევითი საგნების იმგვარ შეთავაზებას, რომ უზრუნველყოფილ იქნას ერთის მხრივ, კონკრეტული დარგის შესაბამისი ცოდნის და უნარ-ჩვევების სრული მოცულობით ათვისება, მეორე მხრივ კი  არჩევითი საგნების იმგვარად შედგენილი ბლოკის შეთავაზება, რომ მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს თითოეული სტუდენტის პროფესიული ინტერესი და საფუძველი შეექმნას მის პრაქტიკულ თუ სამეცნიერო საქმიანობას მომავალში.

 

ქართული ფილოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს განათლების, საგამომცემლო, სარედაქციო, საარქივო და საბიბლიოთეკო სფეროებში, საჯარო და არასაჯარო სექტორში, ბეჭდურ, ციფრულ და ტელე-ჟურნალისტიკაში, სარეკლამო და საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში.