20-23 სექტემბერს კავკასიის უნივერსიტეტმა, მედია დიალოგის პროექტის ფარგლებში, უმასპინძლა სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციას თემაზე - “Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research”. პროექტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეოთხედ ტარდება. კავკასიის უნივერსიტეტი და მისი მედიის სკოლა მასში 2015 წლიდან, უკვე მეოთხედ მონაწილეობენ.
პროექტის ფინალურ კონფერენციას მიესალმნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და პროექტის კოორდინატორი ვოლფგანგ რასმენი. დეზინფორმაციისა და თანამედროვე მედიის გამოწვევებზე კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა კავკასიის მედიის სკოლის ლექტორი, ჟურნალისტი სალომე უგულავა. მიმდინარე შეიარაღებული და გაყინული კონფლიქტები განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა ეკა აკობიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის მედიისა და სახელმწიფო მართვის სკოლების სტუდენტებმა წარადგინეს მათ მიერ ერთობლივად შექმნილი პროდუქტები მედიის, პოლიტიკისა და კონფლიქტების მიმართულებით (ბლოგები, ვიდეოები და ა.შ.). კონფერენციის დასკვნით ნაწილში CSM-ის სტუდენტებს: რევაზ ჭითანავა, ანი მელაძეს, ანა თათეშვილს, ელენე ხაჩიაშვილს, თეკლა ზღუდაძეს, ქეთევან გელაშვილს, სოფიო შარაძეს, გვანცა ბედოშვილს, მარიამ ბექაიას, ელენე თვაურსა და თამარ ბენაშვილს - გადაეცათ სერტიფიკატები.
პროექტ „მედია დიალოგის“ მიზანია პროფესიონალ ჟურნალისტებთან, აკადემიური სივრცის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება. პროექტის წევრ ქვეყნებს შორის არიან გერმანია, საქართველო, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა და სომხეთი.