ციფრული კომუნიკაციისა და მედია-არტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს. ყოველწლიურად პროგრამის სტუდენტმა სტანდარტულად უნდა გაიაროს 60 ECTS კრედიტი.
შესაბამისად, პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობაა 3 აკადემიური წელი, ხოლო დასაშვები ვადა 5 აკადემიური წელი. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით და მოიცავს პირველ (შემოდგომის) და მეორე (გაზაფხულის) სემესტრებს.
თითოეული სემესტრი მოიცავს 30 ECTS კრედიტს. სტუდენტმა მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ მას არ აქვს უფლება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მოიპოვოს 75 ECTS კრედიტზე მეტი. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, გამოცდა და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილ დროს.