არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების პრეზენტაცია

17 ნოემბერი 2021

16 ნოემბერს, CU კამპუსში, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

 

დაგეგმარებაში მონაწილე სტუდენტები ჯგუფებად დაიყვნენ და ივერთუბანში დაგეგმილი სარეკრეაციო პარკის მოწყობის პროექტზე იმუშავეს

 

ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო

 პარკი ივერთუბანში  2022 წელს, 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა.

 

გუნდების ნამუშევრებიდან, სტუდენტების უშუალო ჩართულობით, მომზადდება ერთი სრული  პროექტი,   რომლის მიხედვითაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობა რეკრეაციულ სივრცეს მითითებულ ტერიტორიაზე მოაწყობს