კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივ ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ჩასაბარებელი საგნები:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხოურიენა (ინგლისური)
- მესამე სავალდებულო საგანი:მათემატიკა ან ფიზიკა
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სკოლის ატესტატი (ორიგინალი)
- სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის)
- პირადობის მოწმობის 2 ასლი
- დაბადების მოწმობის 2 ასლი
- 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც)
- ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან)
- დამატებითი ინფორმაციის ფორმა #1 (ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და წარადგინეთ დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად)
სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 21500 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროგრამაზე მიიღებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დეტალებთნ დაკავშირებით მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
*დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე