მიღების წესი

სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები:

 

  1. მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა                                                                      
  2. ინგლისური ენის გამოცდის B2 დონეზე ჩაბარება
  3. მათემატიკის მისაღები ტესტის ჩაბარება;
  4. მათემატიკის მისაღები ტესტის ჩაბარება მიმღებ კომისიასთან გასაუბრება

 

სადოქტორო პროგრამებზე მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:

 

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ფოტო სურათი, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით (CD დისკზე ჩაწერილი);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. აპლიკანტს დასრულებული უნდა ჰქონდეს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა;
  • დიპლომის დანართის/ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • მინიმუმ B2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სხვა შემთხვევაში კონკურსანტი ვალდებულია ჩააბაროს ტექნოლოგიების სკოლის B2 დონის მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში;
  • კანდიდატის კვლევით ინტერესებთან თანმხვედრი კვლევითი თეზისი ინგლისურ ენაზე;
  • შესაბამის სფეროში წინარე პუბლიკაციები ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე ;
  • რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე.
  • კონკურსანტი ვალდებულია ჩააბაროს ტექნოლოგიების სკოლის მისაღები გამოცდა მათემატიკაში.
  • კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა. 
  • ონლაინ რეგისტრაცია

 

 

* მიღების ვადები და პირობები მტკიცდება მიმღები კომისიის მიერ და ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

  • სადოქტორო პროგრამაზე საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: სექტემბერი 2028 წელი;
  • საბუთები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად ელ. ფოსტის მისამართზე- mjinchveleishvili@cu.edu.ge
  • ან ნაბეჭდი სახით შემდეგ მისამართზე: კავკასიის უნივერსიტეტი, პაატა სააკაძის 1;
  • ინგლისური ენის გამოცდა:სექტემბერი 2028 წელი;
  • მათემატიკის გამოცდა:  სექტემბერი 2028 წელი;
  • მიმღებ კომისიასთან გასაუბრება: სექტემბერი 2028 წელი.

 

სწავლის საფასური და დაფინანსება:

 

  • სამწლიანი სადოქტორო პროგრამის ღირებულება შეადგენს 13,500 ლარს.(უცხოეთის მოქალაქეებისთვის სწავლების საფასურის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ);
  • სტუდენტები თანხას იხდიან სემესტრულად, ყოველ სემესტრში 2250 ლარს;
  • პირველი წლის დასრულების შემდეგ წარჩინებულ დოქტორანტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის გრანტი 4,500 ლარის ოდენობით, შესაბამისად ამ გრანტით სრულად დაუფინანსდებათ მესამე წლის სწავლის გადასახადი.