22 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - ავიაციის როლი ტურიზმის ინდუსტრიაში.
ლექციას უძღვებოდა "ასოციაცია ავია-კომუნიკატორის" პრეზიდენტი და "საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" დამფუძნებელი - თამუნა თანდაშვილი (MBA: Aviation).
დისკუსიის ფარგლებში, საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა: ავიაცია და მისი როლი ტურიზმში; ავიაცია გლობალურ და ლოკალურ ჭრილში; მსოფლიო და საქართველოს საავიაციო ბაზარი; ქართული ავიაკომპანიების საჭიროება; პანდემიის გავლენა ავია-ინდუსტრიაზე;უკრაინის ომი; თანამედროვე ტენდენციები დიგიტალიზაცია ავიაციაში; გლობალური ელექტრონული სისტემები და ა.შ.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ტურიზმის სკოლის მოწვეული ლექტორები ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი.