დისკუსია - ITB Berlin და საქართველო, როგორც გლობალური ფორუმის მასპინძელი ქვეყანა

5 აპრილი 2023

5 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა დისკუსია თემაზე ITB Berlin და საქართველო, როგორც გლობალური ფორუმის მასპინძელი ქვეყანა; ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები და  ტურისტული გამოფენების როლი.

 

დისკუსიას უძღვებოდნენ,მოწვეული სპიკერები  ის ადამიანები, რომლებიც ITB Berlin-ის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლეს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი საორგანიზაციო საკითხებში, კერძოდ:

 

  • ანა კეკელია - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის სამმართველოს უფროსი;
  • თეონა ნანავა - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი;
  • ნატა კვაჭანტირაძე - საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე;
  • დისკუსიის მოდერატორი: კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ბრეგაძე.

 

შეხვედრაზე განხილეს  ITB BERLIN - ის გამოფენა, სადაც საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრატეგია, მათი ხედვები ტურიზმთან დაკავშირებით; მარკეტინგულ აქტივობები, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ტურიზმის განსავითარებლად.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს საშუალება ქონდათ მოწვეული სტუმრებისთვის კითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო თემებზე.