ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ ვიზიტი ჰელსინკში, ფინეთი

6 მარტი 2024

26-28 თებერვალს, ჰააგა-ჰელიას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის - პასილას კამპუსში, Erasmus+ ის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის  - მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით (ENRICHER-HUBS) საწყისი შეხვედრა (Kick Off) გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის პარტნიორმა უნივერსიტეტებმა საქართველოდან და მოლდავეთიდან, ასევე ევროპული უნივერსიტეტების - გენუის უნივერსიტეტისა (იტალია) და MCI ინსბრუკის სამეწარმეო სკოლის (ავსტრია) წარმომადგენლებმა. კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუა, პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი - აკაკი კაპანაძე, კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი – დიკო კოპალეიშვილი და კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორი – გიორგი ბრეგაძე.

 

შეხვედრაზე გაიმართა რამდენიმე სამუშაო სესია, კონსორციუმის წევრებმა წარადგინეს თავიანთი უნივერსიტეტები და ისაუბრეს მათ გამოცდილებაზე მწვანე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, განიხილეს პროექტის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფების გეგმები და შეთანხდნენ პროექტის ეფექტურად მართვასთან დაკავშირებულ პროცედურებზე. გარდა აღნიშნულისა, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მნიშვნელოვან მდგრადი ტურისტული ადგილები, მათ შორის სუომენლინას ზღვის ციხე-სიმაგრე, სადაც ასევე მოისმინეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისა და მდგრადი ტურიზმის ისტორიის შესახებ ლექცია.

 

პროექტის - “მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით” მიზანია გააუმჯობესოს მწვანე ტურისტული სერვისების განვითარებისა და ექსპერიმენტული სწავლების შესაძლებლობები, რათა უკეთესად შეესაბამებოდეს მომავალი თანამშრომლების ინდუსტრიის საჭიროებებს. პროექტი ასევე მიზნად ისახავს რეგიონული განვითარებისა და ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რომლისთვისაც ევროპის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტებს შეუძლიათ უზრუნველყონ კარგი საფუძველი  მოლდოვისა და საქართველოს ინდუსტრიებისთვის.