5 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - "ჯავშნების სისტემები და მომსახურების სტანდარტები".
ლექციას უძღვებოდა მოწვეული სტუმარი - სასტუმროების ფედერაციის პრეზიდენტი - შალვა ალავერდაშვილი.
შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ზოგადი შეფასება;
- სასტუმროს ბიზნესი - როგორც ტურისტული ჯაჭვის უმსხვილესი რგოლი;
- სასტუმროს ბიზნესი საქართველოში;
- სასტუმროს როგორც ბიზნეს ოპერაციის მართვა;
- პანდემია - როგორც კრიზისი;
- ჯავშნების სისტემები და გაყიდვების სტრუქტურა;
- სატრანსპორტო კომპანიისა და სასტუმროს ბიზნეს ურთიერთობა;
- მომსახურე პერსონალის როლი და სტანდარტები;
- დასაქმება;
ლექციის ბოლოს მეოთხე კურსელებს სტუმარმა წარუდგინა 10 მდე ვაკანსია სასტუმროს ბიზნესში ჩასართავად.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ტურიზმის სკოლის მოწვეული ლექტორები ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი.