12-14 ივლისს, ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის მოეწყო გასვლითი ტური გურიასა და სამეგრელოში. ვიზიტი ორი საგნის ფარგლებში - „აგროტურიზმი“ და „მსოფლიოს ტურისტული რესურსები“ განხორციელდა.
ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტებისთვის წარმატებული და მდგრადად განვითარებული ტურიზმის ლოკაციების ჩვენება.
სტუდენტებმა სამი დღის განმავლობაში მოინახულეს არაერთი ტურისტული ობიექტი. კერძოდ, ისინი ესტუმრნენ ეთნო სოფელ „სისატურას“ სამეგრელოში, ასევე მოინახულეს ზუგდიდში დადიანების სასახლე და რეწვის სახელოსნო „ორკოლ სტუდიო“, გარდა ამისა ეწვივნენ კოლხეთის დაცულ ტერიტორიას და პანტონის საშუალებით გაისეირნეს პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის ხეობაში. ტურის ფარგლებში, ასევე, მოინახულეს აგრო და ეკო ტურისტული ობიექტები „სკიჯის სახლი“ და „კომლი“.
სასწავლო ტურს ორგანიზება გაუწიეს ტურიზმის სკოლის ლექტორებმა ნინო თიგიშვილმა და თორნიკე ფურცელაძემ. სასწავლო ვიზიტის ძირითადი ნაწილი დაფინანსებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის მიერ.