CSL შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია

21 მაისი 2019

18 მაისს კავკასიის სამართლის სკოლის რიგით მე-14 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ნაშრომები სამართლის სხვადასხვა მიმართულებიდან. კონპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით (ეკატერინე ქარდავა - თავმჯდომარე, მალხაზ ბეგიაშვილი, თათია ჩიხლაძე, დევი ხვედელიანი) შეირჩა სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი:

 

I ადგილი. ნიკა გოგაშვილი და მაია მუმლაძე. „მოსამართლის აცილებისას სუბიექტურობისა და ობიექტურობის ტესტის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში.“ მეცნიერ ხელმძღვანელი: დავით მესხიშვილი.

 

II ადგილი. ახალაძე ნინა და სიბაშვილი ლილე. „ბე - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა (შესარებითი კვლევა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე).“ მეცნიერ ხელმძრვანელი: მაკა კარტოზია.

 

III ადგილი. ჩავლეიშვილი ასლანი და მხეიძე ილონა. „კარავი როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების საშუალება.“ მეცნიერ - ხელმძღვანელი: მაკა მხატვრიშვილი