ერასმუს+ დღეები კავკასიის უნივერსიტეტში

21 ოქტომბერი 2021

15 ოქტომებრს, ერაზმუსის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ დისკუსიას "როგორ ვასწავლოთ და ვიკვლიოთ ევროკავშირი?"

 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ჟან მონეს პროექტების ბენეფიციარებმა თბილისის, გორისა და ბათუმის ცხრა უნივერსიტეტიდან, ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და ორი ასოციაციიდან. ღონისძიებას მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ბატონი კახა შენგელია. დისკუსია გახსნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა კარლ ჰარცელმა.

 

შეხვედრაზე, მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები, მოდულები და სხვა აქტივობები ჟან მონეს ფარგლებში, მათ შორის აუდიტორიას გააცნეს კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს პროექტი „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ მიზნები და უკვე დამდგარი შედეგები, ამასთან, - სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები, რის ფარგლებშიც ევროპული სწავლების საკითხი განათლების პოლიტიკის რანგში იქნება განხილული.