29 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სამართლის სკოლის სტუდენტებთან ჩატარდა შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში.
შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა სლოგანით: სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და ისჯება კანონით.
კამპანიის მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება სექსუალური შევიწროების შესახებ და მისი პრევენცია.
შემოგვიერთდით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში!