სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილზე ჩარიცხვის წინაპირობაა:
- პროგრამის I ნაწილის გავლა.
- კავკასიის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული B2 დონის შესაბამისი ინგლისურის გამოცდის ჩაბარება. (ინდივიდი შეიძლება განთავისუფლდეს მოცემული პირობისაგან, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (IELTS-6.0; TOEFL-78; B2 დონის სხვა რელევანტური საერთაშორისო სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის რეგულაციით დადგენილი სხვა გარემოება)).
- კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო მიმღებ კომისიასთან სპეციალობაში გასაუბრების წარმატებით გავლა.
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველ ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა იმისათვის, რომ ჩააბაროს აღნიშნული პროგრამის მეორე ნაწილზე.
CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ჩატარდება გასაუბრება დარგის სპეციალისტებთან (იხ. შეფასების კრიტერიუმები).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (პასპორტი) და მისი ასლი;
- სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
- ერთი რეკომენდატორის მითითება;
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე)
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
- საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის დედანი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (მისი არსებობის შემთხვევაში), ან მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტიდან (www.naec.ge ).
- სამოტივაციო წერილი პროგრამაზე სწავლის თაობაზე.
- რეზიუმე - CV (ქართულ ენაზე).
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა. სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა ტესტური გამოცდის მეშვეობით აღნიშნული ენის B2 დონაზე ცოდნის შეფასებას. შესაბამის ენობრივ კომპეტენციას უთანაბრდება აპლიკანტის მიერ უცხოეთში (პროგრამის მითითებულ ენაზე გავლის შემთხვევაში) მიღებული ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა;
- ადგილზე შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ)
- შევსებული აპლიკაციის ფორმა
თარიღები
- საბუთების მიღების ბოლო ვადა - სექტემბერი, 2027, ოთახი A2;
- CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის გამოცდა სპეციალიზაციაში ჩატარდება - სექტემბერი, 2027;
- გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება - სექტემბერი, 2027;
- კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება - სექტემბერი, 2027;
გადახდის პირობები
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.
