მიმოხილვა

სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვა კომპანიის ვალდებულებაა. ამ მოთხვნების შესრულების სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კომპანიის საქმიან იმიჯს და რეპუტაციას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის სისტემების სათანადოდ დანერგვა.

 

სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სისტემების სერტიფიცირებული კურსი გათვლილია სოფლის მეურნეობის, პირველადი წარმოების, სურსათის გადამუშავების, შენახვის ან დისტრიბუციის, ასევე საზოგადოებრივი კვების სფეროში ჩართული კომპანიის მენეჯერებისთვის. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნები, საერთაშორისო გამოცდილება და სტანდარტები (GHP&GMP, HACCP, ISO 22000, ISO 9001). სწავლების გავლის შემდეგ, მენეჯერი შეძლებს უზრუნველყოს კომპანიის მიერ უვნებელი და საიმედო პროდუქციის წარმოება.