მიმოხილვა

ტრენინგ კურსის მიზანია, ახალი სასწავლო ტექნიკების და რესურსების გამოყენებით, მსმენელს დაეხმაროს მენეჯმენტის პროცესის გაგებაში და ორგანიზაციული რესურსების ეფექტურად და ყარიათიანად გამოყენების მნიშვნელოვანი ასპექტების გააზრებაში.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.

 

ტრენინგ-კურსის გავლის შემთხვევაში, დაინტერესებული მსმენელებისთვის, მოეწყობა უფასო მასტერკლასი წარმატება და მოტივაციის ამაღლება (4სთ)

 

მასტერ-კლასის ფარგლებში (მეორე ნაწილი) გათვალისწინებულია პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ჯგუფური ფსიქოთერაპია. ჯგუფის გამორჩეულ ორ მონაწილეს გადაეცემა დამატებით საქართველოს მენეჯერთა ასოციაციის სერტიფიკატი, რომელსაც გამოავლენს მენტორი.