კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში (ისტორიული მიმოხილვა, სასტუმროს კლასიფიკაციის სისტემები, დარგის ზრდის ტენდენციები);
- განთავსების ინდუსტრიისა და სასტუმრო მომსახურების არსი;
- სასტუმროს ძირითადი სამსახურები და მათი ფუნქციონირების თავისებურებანი;
- სასტუმროთა და სასტუმრო ნომრების საკლასიფიკაციო სისტემები;
- სასტუმრო ფასები და ფასთა პოლიტიკა;
- ნაადრევი ჩამოსვლის და გვიან გაწერის პროცედურები;
- სასტუმროს ორგანიზება და ფრონტ–ოფისი;
- დაჯავშნა(დაჯავშნის მნიშვნელობა მოგზაურთა და სასტუმროსათვის, დაჯავშნის სისტემის მიმოხილვა, წყაროები, სტუმართა მიერ დაჯავშნის პროცედურები);
- ჯავშვნის დასტურის წერილი და მნიშვნელობა;
- სტუმრების რეგისტრაცია (სტუმართან პირველი კონტაქტის მნიშვნელობა, სტუმართა მონაცემების მოკრება, სტუმართა რეგისტრაციის პროცედურა, გამოყოფილი ოთახის რეგისტრაცია);
- პრობლემური სიტუაციები და მოგვარება;
- სტუმართან ანგარიშსწორება (ფრონტ-ოფისის საერთო ბუღალტრული პრაქტიკა, ანგარიშსწორებისა და საგადამხდელო ფორმები და პროცედურები);
- სტუმრის გაწერა (სტუმრის გაწერის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურები, სტუმართა ისტორიები).