სტუდენტების ფინანსური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი

19 ნოემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 65 ქვეყნის 248 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

 

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

 

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების ფინანსური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • უნივერსიტეტის ბაზაში ასახული სტუდენტური გადასახადების მონაცემების სისწორის შემოწმება,
  • სტუდენტებისთვის არასტანდარტული გრაფიკების საკითხის განხილვა/დადასტურება;
  • სტუდენტური სახელმწიფო გრანტების აღრიცხვა, ამ მიმართულებით შესაბამის გარე სამსახურებთან კომუნიკაცია;
  • სტუდენტების მიმართ ვადაგადაცილებული მოთხოვნების მონიტორინგი,
  • სტუდენტურ გადასახადთან დაკავშირებული ყველა ფინანსურ საკითხში ჩართულობა;
  • აუდიტირების პროცესში ჩართულობა და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მომზადება/მიწოდება;
  • ყოველწლიური ფინანსური ბრძანებების მომზადების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;
  • ფინანსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის/ეკონომიკის/ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით.
  • შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 (სამი) წლიანი სამუშაო გამოცდილება. 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • MS Word, Excel და PowerPoint-ის ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა.

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე, აღნიშნული დღე(ები)ს საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით);
  • ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი).

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის  3 დეკემბრის ჩათვლით.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge.

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება:  სტუდენტების ფინანსური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!