ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

21 ივნისი 2017

21 ივნისს, 12:00 საათზე, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტი ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან.

 

მემორანდუმის მიზანია, კავკასიის უნივერსიტეტის უცხოელმა და  ქართველმა სტუდენტებმა  საქართველოში და საზღვარგარეთ ისარგებლონ საერთაშორისო დონის სტანდარტების ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტით, საუკეთესო პირობებითა და ფასებით.

 

მემორანდუმი ასევე  ითვალისწინებს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების მიმართულებით სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაში.