ტურისტული კომპანიების კვლევის შედეგების პრეზენტაცია

17 მაისი 2018

8 მაისს, სასტუმრო "The Biltmore Hotel Tbilisi-ის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა თბილისში მოქმედი ტურისტული კომპანიების კვლევის შედეგების პრეზენტაცია.


გასული წლის დეკემბერში კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანამხად, თბილისში მოქმედი ტურისტული კომპანიების კვლევაში ჩართულები იყვნენ კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტებიც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილ ღონისძიებაზე სტუდენტებს და მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიესალმნენ და აღნიშნული კვლევის შედეგები გააცნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის ტურიზმის სკოლის ადმინისტრაციის წევრები. კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.