კაუნას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენელი კავკასიის უნივერსიტეტში

17 მაისი 2018

14-16 მაისს, Erasmus+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, კაუნას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (Kauno Kolegija, University of Applied Sciences, Lithuania) კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი მოწვეული პროფესორი, ლაიმა იესევიციუტე ესტუმრა.

 

კაუნას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ეს იყო პირველი განხორციელებული მობილობა პარტნიორი უნივერსიტეტიდან. მოწვეულმა ლექტორამა, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს მომხმარებლის ქცევასა და ლიდერობაზე საჯარო ლექცია ჩაუტარა.