CSB-ის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

28 სექტემბერი 2020

24 სექტემბერს, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პრაგრამის ფინანსებში სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

 
მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
 
  • თანო თეთვაძე - "ბანკის კაპიტალის სტრუქტურის ანალიზი ფინანსური კრიზის დროს თიბისი ბანკის მაგალითზე"
  • მარიამ ყვავილაშვილი - "ქართული კომერციული ბანკების მიერ საზედამხედველო მიზნებისათვის IFRS 9-სა და Local GAAP-ის გამოყენების შედარებითი ანალიზი საქართველოს ბანკის მაგალითზე"
  • ანა მუსაევა - "იმპორტთან დაკავშირებული სავაჭრო რისკების შემცირება აკრედიტივის დახმარებით"
  • დალი მიქელაძე - "საქართველოში მიმდინარე ცვლილებები ადუიტსა და ბუღალტერიაში"
  • დიმიტრი ფირცხალაიშვილი - "მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის არხები და მათი გავლენა ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყნების კომპანიების კაპიტალის სტრუქტურასა და ფინანსურ მდგრადობაზე"
  • ლალი ქანდაურიშვილი - "მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შედეგების ანალიზი საქართველოში"
  • მარიამ პაპიძე - "ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, პრობლემები, განვითარების სტრატეგია და რეკომენდაციები"
 
კომისიის წევრები იყვნენ: ელენე ჯღარკავა, თენგიზ თაქთაქიშვილი, ვატო ბერიშვილი.
 
მაგისტრანტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.