ISM საზაფხულო უნივერსიტეტი

11 იანვარი

ვილნიუსის, ლიტვის მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი გიწვევთ ბალტიისპირეთის საზაფხულო უნივერსიტეტში, რომელიც გაიმართება 2013 წლის 1-19 ივლისს.

 

ეს სამკვირიანი პროგრამა მთლიანად ისწავლება ინგლისურად და საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაიარონ ერთი ან ორი კურსი (თითოეულისგან 6 ECTS). პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ლექციების გარდა, იგი მოიცავს კომპანიის ვიზიტებს და მდიდარ სოციალურ პროგრამას, მათ შორის შაბათ-კვირას მოგზაურობას ზღვისპირეთში.

 

საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამისა და კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა ან ეწვიეთ მის ვებგვერდს www.ismummeruniversity.lt .

 

თუ დამატებითი შეკითხვები გაქვთ, გთხოვთ, მოიწეროთ ელ.ფოსტაზე summeruniversity@ism.lt

 

კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გაცვლით სტუდენტებად დასახელებული საზაფხულო უნივერსიტეტის მონაწილეები სწავლის გადასახადისგან თავისუფლდებიან. ნომინირებულ სტუდენტებს შესთავაზებენ ფასდაკლებას.