სიახლეები

14
ნოე
ავსტრიელი სტუდენტების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

14 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ვენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

17
ოქტ
გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა (GEM) და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ერთობლივი MBA პროგრამა Financial Times-ის მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში

Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2017 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა (GEM) და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ერთობლივი MBA პროგრამა მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის 54-ე ადგილს იკავებს. სხვა ქართული უნივერსიტეტების განხორციელებული არცერთი პროგრამა, სამწუხაროდ, Financial Time-ის რეიტინგში ვერ ხვდება.

10
ოქტ
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

10 ოქტომბერს, ორმხრივი თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტსა და აჯმანის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

20
ივნ
CSB-ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ’’ორგანიზაციები და ეფექტური მართვა’’.

15
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) საერთაშორისო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო.

30
მარ
კავკასიის უნივერსიტეტმა გრენობლის ბიზნეს სკოლის დელეგაციას უმასპინძლა

30 მარტსკავკასიის უნივერისტეტმა ოფიციალურად უმასპინძლა გრენობლის ბიზნეს სკოლის დელეგაციას.  სტუმრობის მიზანი იყო კავკასიის უნივერსიტეტისა და გრენობლის ბიზნეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით. 

16
თებ
CSB-ის და BDO-ს ერთობლივი სასერტიფიკატო კურსი

16 თებერვალს, CSB-ისა და BDO-ს ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

17
მაი
CSB-ის სტუდენტების წარმატება
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა - ნოდო ასანიძემ და შოთა ჩოჩიშვილმა მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტის - სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის ფინანსურ შეჯიბრებაში (SSE (Stockholm School of Economics) Riga Finance Challenge).
30
მაი
CSB-ის სტუდენტები Finance Challenge-ის ფინალურ ეტაპზე
28-29 მაისს, გაიმართა ყოველწლიური კონკურსის - SSE Riga Finance Challenge ფინალური ეტაპი. მასში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა - შოთა ჩოჩიშვილმა და ნოდარ ასანიძემ. 
24
იან
კავკასიის ბიზნესის სკოლა საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა

პარიზში, ედუნივერსალის მეშვიდე მსოფლიო კონვენციაზე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა საქართველოში მოქმედ ბიზნეს სკოლებს შორის საუკეთესოდ დასახელდა. ეს ტიტული უკვე მეექვსედ კავკასიის ბიზნესის სკოლამ იმ გამოკითხვის შედეგებით მიიღო, რომლებშიც 154 ქვეყნის მენეჯმენტისა და ბიზნეს ადმინისტრირების 1000 სახელმწიფო თუ კერძო ბიზნესის სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა.