კავკასიის ბიზნეს სკოლის ასისტენტ პროფესორის თამარ კარბაიას მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე

2 დეკემბერი 2024

12-16 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასისტენტ პროფესორმა, თამარ კარბაიამ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო პროექტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ბარსელონაში გამართულ ხელოვნების, მედიისა და კულტურის მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.

 

ღონისძიება ორგანიზებული იყო ოსაკას უნივერსიტეტის (Osaka University) და ტულუზის ბიზნეს სკოლის ბარსელონას კამპუსის (TBS Education Barcelona) მიერ.

 

თამარ კარბაიას მოხსენება შეეხებოდა თემას: „ჰოფსტედის კულტურული განზომილებები ორგანიზაციულ ჭრილში“, რომელშიც გაანალიზებული იყო კულტურული ფაქტორების გავლენა ორგანიზაციულ პრაქტიკებსა და გადაწყვეტილებებზე.

 

კონფერენციის ფარგლებში, თამარ კარბაიამ სუპერვიზია გაუწია ერთ-ერთი პანელის მონაწილეების ნაშრომებს და აქტიურად მონაწილეობა მიიღო მედიაწიგნიერების ფორუმსა და მენეჯმენტის სესიებში.

 

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების, მედიისა და კულტურის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს წარმატებულ მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.