მიღების წესი

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში/ფსიქიატრიაში, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა (ტესტირება/გასაუბრება). 

 

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ტარდება გასაუბრების სახით და მოწმდება აპლიკანტის მოტივაცია, ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური მსჯელობის და კომუნიკაციის უნარები

 

აპლიკანტს ასევე მოეთხოვება, წარმოადგინოს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის დანართი ან სერტიფიკატი). სხვა შემთხვევაში მას დაენიშნება შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება ინგლისურ ენაში.

 

აპლიკანტს, რომელიც აკმაყოფილებს CU საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობებს, გრანტის მოსაპოვებლად დაენიშნება წერითი გამოცდა. წერითი გამოცდის შესახებ დამატებით ინფორმაციას კონკურსის მონაწილეები ერთი კვირით ადრე მიიღებენ.

 

საბუთების ნუსხა:

 

  • ფსიქოლოგის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • დიპლომის დანართი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • მამაკაცების შემთხვევაში, სამხედრო მიწერის მოწმობა
  • 2 ფოტო სურათი, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით (CDდისკზე ჩაწერილი)
  • CV
  • სამოტივაციო წერილი
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 

თარიღები

 

  • საბუთების მიღება: 3 დან 31 აგვისტომდე. ოთახი A2
  • გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება - 3 სექტემბერს, 2020
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება - 2 სექტემბერს, 2020
  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება - 4 სექტემბერს, 2020

 

ინგლისური ენის ტესტის ნიმუში იხილეთ ბმულზე

 

გადახდის პირობები

 

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

CU გრანტი
 
 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  1. თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
  2. თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ 90 000 საგრანტო ქულაზე მეტს
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.