სისხლის სამართლის პროცესი სტუდენტებისთვის

10 May 2026

კავკასიის უნივერსიტეტი და ლეგის აკადემია გიწვევთ 2026 წლის გაზაფხულის სეზონის მასშტაბურ პროექტში!

 

სპეციალურად კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის:

 

გსურს მოირგო პროკურორის, ადვოკატის ან ნაფიცი მსაჯულის როლი? 

 

პროექტი გაძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკად აქციო და ჩაერთო ექსკლუზიური, გახმაურებული საქმის სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში.

 

პროექტის განმავლობაში მონაწილეები:

 

  • გაეცნობიან სისხლის სამართლის პროცესის სტრუქტურას;
  • მოირგებენ პროკურორის, ადვოკატის, მოწმისა და ნაფიცი მსაჯულის როლებს;
  • დაამუშავებენ სისხლის სამართლის გახმაურებული, ექსკლუზიური საქმის (ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე/მასალებს;
  • გაიცნობენ და შეისწავლიან რეალური საგამოძიებო ოქმების სპეციფიკას;
  • მენტორთა დახმარებით ისწავლიან სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ სტრატეგიის შემუშავებას, მოწმის სათანადო დამუშავებას და საკუთარი უნარ-ჩვევების მიმართულების მიცემას.

 

პროექტის ხანგრძლივობა:

 

პირველი კვირა - 10 მაისი - ლექცია ,,სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობა’’, როლების განაწილება, ინსტრუქციების გაცნობა.

მეორე კვირა - 17 მაისი - სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი.

 

რაოდენობა შეზღუდულია.

 

10-17 მაისის შეხვედრები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, C 23 აუდიტორია, 11:00 საათზე.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.