სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის

26 April 2026

იმიტირებული პროცესი სპეციალურად სამართლის სფეროთი დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის:

 

გსურს მოირგო პროკურორის, ადვოკატის ან ნაფიცი მსაჯულის როლი? კავკასიის უნივერსიტეტი და „ლეგის აკადემია“ გიწვევთ 2026 წლის გაზაფხულის სეზონის მასშტაბურ პროექტში!

 

პროექტი გაძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკად აქციო და ჩაერთო ექსკლუზიური, გახმაურებული საქმის სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში.

 

 პროექტის განმავლობაში მონაწილეები:

 

  • გაეცნობიან სისხლის სამართლის პროცესის სტრუქტურას;
  • მოირგებენ პროკურორის, ადვოკატის, მოწმისა და ნაფიცი მსაჯულის როლებს;
  • დაამუშავებენ სისხლის სამართლის გახმაურებული, ექსკლუზიური საქმის (გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე/მასალებს;
  • გაიცნობენ და შეისწავლიან რეალური საგამოძიებო ოქმების სპეციფიკას;
  • მენტორთა დახმარებით ისწავლიან სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ სტრატეგიის შემუშავებას, მოწმის სათანადო დამუშავებას და საკუთარი უნარ-ჩვევების მიმართულების მიცემას.

 

პროექტის ხანგრძლივობა:

 

პირველი კვირა - 26 აპრილი-ლექცია ,,სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობა, როლების განაწილება, ინსტრუქციების გაცნობა.

მეორე კვირა - 3 მაისი-სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი.

 

რაოდენობა შეზღუდულია.

 

26 აპრილისა და 03 მაისის შეხვედრები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, C 23 აუდიტორია, 11:00 საათზე.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.