ჰაკათონი სტუდენტებისთვის

26 December 2024

გახდით საუკეთესო ჰაკერი საქართველოში და მოიგეთ პრიზი! შემოგვიერთდით რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან ჰაკათონზე!

 

26 დეკემბერს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, SCSA-ს მხარდაჭერით ტარდება შეჯიბრება საქართველოს საუკეთესო ჰაკერების გამოსავლენად! ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, დაამტკიცოთ თქვენი უნარები და კრეატიულობა ხუთი განსხვავებული ვებ-მანქანის გატეხვით, რომელიც სპეციალურად ამ გამოწვევისთვისაა შექმნილი.

 

რას გთავაზობთ:

 

  • ხუთი უნიკალური ვებ-მანქანა, რომელიც გელოდებათ გასატეხად და გამოსაკვლევად;
  • შესაძლებლობა, შეხვდეთ ტექნოლოგიების სფეროს მოყვარულებს და პროფესიონალებს;
  • კონკურენტული გარემო, სადაც მხოლოდ საუკეთესოები მოიპოვებენ გამარჯვებას!

 

პრიზი: საუკეთესო ჰაკერი მიიღებს გეიმერულ ლეპტოპს MSI Thin 15 B12U.

 

რეგისტრაციის დეტალები: მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მარტივი ვებ-გვერდის გატეხვა და დამალული რეგისტრაციის ბმულის აღმოჩენა.

 

ეს თქვენი შანსია, პირველივე ნაბიჯიდან აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები!

 

ღირებულება: მონაწილეობა სრულიად უფასოა და დაფინანსებულია ჩვენი სპონსორების მიერ.

 

ღონისძიების ორგანიზატორია კიბერუსაფრთხოების სამეცნიერო ასოციაცია – IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი საქართველოში.

 

ნუ გამოტოვებთ ამ უიშვიათეს შანსს, რომ დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი საქართველოს მოწინავე ჰაკერებს შორის! ტექნოლოგიების ყველა მოყვარულს, გამოცდილ პროფესიონალს თუ დამწყებ სპეციალისტს – ყველას გელოდებით ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე.

 

მზად ხართ, რომ იპოვოთ რეგისტრაციის ბმული?

 

მოიპოვე რეგისტრაციის ბმული.

 

გახდით ღონისძიების სპონსორი და ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებებით!

 

ჩვენ შევიმუშავეთ 4 სახის სასპონსორო პაკეტი, რომელიც მოახდენს თქვენი ბრენდის, პროდუქტებისა და მომსახურების რეკლამირებას ტექნოლოგიებითა და კიბერუსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ 300k-ზე მეტი მოცულობის Facebook, Tiktok, Instagram აუდიტორიასთან!

 

რატომ უნდა გახდეთ სპონსორი?

 

  • მიიღებთ წვდომას ტოპ კიბერუსაფრთხოების ტალანტებთან: სპონსორებს შეეძლებათ უშუალოდ დაუკავშირდნენ მონაწილეებს და დაამყარონ კონტაქტები კიბერუსაფრთხოების მომავალ ლიდერებთან;
  • ბრენდის ხილვადობის გაზრდა: თქვენი ლოგო განთავსდება ღონისძიების მასალებსა და სოციალურ მედიაში (facebook, instagram, tiktok), 300k მეტი მოცულობის მიზნობრივი აუდიტორიით;
  • ექსკლუზიური შესაძლებლობა: სატიტულო სპონსორის პოზიცია ჯერ კიდევ ღიაა, რაც გთავაზობთ ბრენდის ცნობადობის გაზრდის უნიკალურ შანსს.