საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

28 March 2025

28 მარტს, 16:00 საათზე, გელოდებით საინფორმაციო შეხვედრაზე კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში. 

 

შეხვედრაზე მიიღებთ ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

დაინტერესებული აბიტურიენტები სკოლების დეკანებს შეხვდებიან, მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღებენ პასუხებს. რაც მათ დაეხმარებათ, რომ უკეთ გაეცნონ თითოეულ პროგრამას, შემდგომში კი გაუმარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

ღონისძიების დღეს მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 15:30 საათზე.