კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასისტენტ პროფესორის მედეა ზურაბიშვილის ინიციატივით, ეკონომოკის სკოლაში დაიგეგმა ორდღიანი ლექცია-ტრენინგი თემაზე - ბიზნესის საგადასახადო გარემო საქართველოში.
ლექციას წარუძღვება - შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის გადამხდელთა განათლებისა და სერვისების მეთოდოლოგიის მთავარი სპეციალისტი - თეა გორგოძე.
- პირველი ლექცია - ტრენინგი ჩატარდება 28 მაისს, 15:00-18:00 საათზე, C9 აუდიტორიაში.
- მეორე ლექცია - ტრენინგი ჩატარდება 2 ივნისს, 15:00-18:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში.
შეხვედრაზე განხილული იქნება:
- რა ფორმით შეიძლება საკუთარი საქმის დაწყება
- რა გადასახადები არსებობს საქართველოში
- რა შეღავათები მოქმედებს დამწყები ბიზნესებისთვის
- როგორ აირჩიოთ სწორად დაბეგვრის რეჟიმი, რომ დაზოგოთ მეტი ფული
აგრეთვე:
- გაეცნობით შემოსავლების სამსახურის სტრუქტურას და გაიგებთ როგორ ხორციელდება კომუნიკაცია გადამხდელან მარტივად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდისა rs.ge და ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის eservices@rs.ge მეშვეობით.
- გაიცნობთ შემოსავლების სამსახურს როგორც გადასახადების შემგროვებელს და ასევე როგორც დამსაქმებელს
- ლექცია-ტრენინგის ბოლოს გაიმართება დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში
ლექცია-ტრენინგზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, 27 მაისამდე დარეგისტრირდით ბმულზე.