ლექცია-ტრენინგი თემაზე - ბიზნესის საგადასახადო გარემო საქართველოში

28 მაისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასისტენტ პროფესორის მედეა ზურაბიშვილის ინიციატივით, ეკონომოკის სკოლაში დაიგეგმა ორდღიანი ლექცია-ტრენინგი თემაზე - ბიზნესის საგადასახადო გარემო საქართველოში.

 

ლექციას წარუძღვება - შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის გადამხდელთა განათლებისა და სერვისების მეთოდოლოგიის მთავარი სპეციალისტი - თეა გორგოძე.

 

  1. პირველი ლექცია - ტრენინგი ჩატარდება 28 მაისს, 15:00-18:00 საათზე, C9 აუდიტორიაში.
  2. მეორე ლექცია - ტრენინგი ჩატარდება 2 ივნისს, 15:00-18:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება:

 

  • რა ფორმით შეიძლება საკუთარი საქმის დაწყება;
  • რა გადასახადები არსებობს საქართველოში;
  • რა შეღავათები მოქმედებს დამწყები ბიზნესებისთვის;
  • როგორ აირჩიოთ სწორად დაბეგვრის რეჟიმი, რომ დაზოგოთ მეტი ფული.

 

აგრეთვე - გაეცნობით შემოსავლების სამსახურის სტრუქტურას და გაიგებთ როგორ ხორციელდება კომუნიკაცია გადამხდელან მარტივად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდისა rs.ge და ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის eservices@rs.ge  მეშვეობით. გაიცნობთ შემოსავლების სამსახურს როგორც გადასახადების შემგროვებელს და ასევე როგორც დამსაქმებელს. ლექცია-ტრენინგის ბოლოს გაიმართება დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

 

ლექცია-ტრენინგზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, 27 მაისამდე დარეგისტრირდით ბმულზე.