საჯარო ლექცია "ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები საქართველოში"

16 May 2022

 

7 ივნისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის საჯარო ლექცია  გაიმართება თემაზე "ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები საქართველოში". 

ლექციას წაიკითხავს - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი - თენგიზ ვერულავა.

 

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ჯანდაცვის მიზნები, ჯანდაცვის დაფინანსების მოდელები, ჯანდაცვაზე დანახარჯები, სამედიცინო მომსახურების ორგანიზება, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები".

 

დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე