ეკონომიკის სკოლა საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, 13 ივნისს, 16:00 საათზე, B30 აუდიტორიაში, ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება“.
ლექციას ჩაატარებს ლინოს თანადამფუძვნებელი, IFRS ექსპერტი ნანო სამყურაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: მეკავშირე საწარმო; შვილობილი საწარმო; ერთობლივი საწარმო; სხვა საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტები; ელიმინაციები ჯგუფის ფინანსურ ანგარიშგებაში; გუდვილის გაანგარიშება.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
