ვიქტორინა აბიტურიენტებისთვის თემაზე: „ბრალდებული და მისი უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“

29 March 2025

29 მარტს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, მე-12 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება ვიქტორინა  ,,ბრალდებული და მისი უფლებები სისხლის სამართალში“.

 

აქტივობის ფარგლებში აბიტურიენტებს ინტერაქტიულ გარემოში, მათივე აქტიური ჩართულობით მიეწოდებათ ინფორმაცია ბრალდებულსა და მის ძირითად უფლებებზე სისხლის სამართლის პროცესში.

 

დასკვნითი ნაწილი დაეთმობა ვიქტორინას, რომლის ფარგლებში, მსმენელებისთვის შეთავაზებული იქნება სხვადასხვა სახის სახალისო დავალება, გამარჯვებული გუნდის  გამოსავლენად.

 

ტრენინგის ფარგლებში განსახილველი საკითხები:

 

  • ვინ არის ბრალდებული;
  • ბრალდებული და შეჯიბრებითი სისხლის სამართლის პროცესი;
  • ბრალდებულის უფლებები გამოძიებისას (აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას);
  • ბრალდებულის უფლება მიიღოს მონაწილეობა მისი საქმის არსებითად განხილვაში;
  • ბრალდებულის (მსჯავრდებულის) უფლება გაასაჩივროს განაჩენი.

 

აქტივობის ხანგრძლივობა - 3 საათი; ტრენინგი - 2 საათი;  ვიქტორინა - 1 საათი;

 

ვიქტორინას  უხელმძღვანელებს კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორი ირინე ბოხაშვილი.

 

მონაწილეებს გადაეცემათ  მონაწილეობის დამადასტურებელი  სერტიფიკატები.

 

მონაწილეობის  მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ  ონლაინ რეგისტრაცია   არაუგვიანეს 22 მარტისა  შემდეგ ბმულზე.