9 დეკემბერს, 13:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტი გიწვევთ ღონისძიებაზე, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ Rebut–ს პირველ სოციალურ პლატფორმას სტრუქტურირებული ვიდეო დებატებისთვის. ონლაინ პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალურ სივრცეში ცივილური და არგუმენტირებული დებატების კულტურის განვითარებას.
სტარტაპი დაფუძნებულია კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის მიერ და მჭიდროდ თანამშრომლობს კავკასიის უნივერსიტეტთან და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრთან იდეის ჩამოყალიბების დღიდან.
ღონისძიებას დაესწრება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია. პროექტს წარმოადგენს სტარტაპის დამფუძნებელი, მიხეილ ჯანელიძე.
შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ პროდუქტის მიკრო-ბეტა ტესტირების პროცესში და გახდნენ პროდუქტის შექმნისა და განვითარების თანამონაწილეები.
რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა:
- ექსკლუზიური წვდომა Rebut-ის ადრეულ ვერსიაზე;
- ონლაინ დებატების ტესტირების შესაძლებლობა;
- პირდაპირი გავლენა პლატფორმის შემდგომ განვითარებაზე.
მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.
შემოგვიერთდით და გახდით ინოვაციური ქართული ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნის მონაწილე.
