ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების ციკლი

24 February 2026

კავკასიის ეკონომიკის სკოლა CU-ის სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო ლექციების ციკლს იწყებს, რომელიც 3 ეტაპად გაიმართება.



ლექციებს წარუძღვებიან დარგის ექსპერტები: სალომე ოდიშარია - ლინო აკადემიის თანადამფუძნებელი, საგადასახადო ექსპერტი; ლაშა კობერიძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის TADAT ექსპერტი; ნანო სამყურაშვილი - SARAS-ისა და IFRS Foundation-ის ტრენერთა გადამზადების პროგრამის სერტიფიცირებული ტრენერი, ლინო აკადემიის თანადამფუძნებელი.



თუ ხარ დაინტერესებული ეკონომიკით და გსურს მეტი გაიგო სფეროში არსებული მნიშვნელოვანი თემების შესახებ, მაშინ დარეგისტრირდი ქვევით მოცემულ ბმულებზე.