16 მარტს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, პროფესორი ხათუნა ბურკაძე ჩაატარებს სემინარს სახელწოდებით: „AI - იურისტის ჭკვიანი ასისტენტი“.
სემინარის მიზანია, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამართლებრივი საკითხების სასწავლო კურსის ფარგლებში, აბიტურიენტებისათვის კავკასიის სამართლის სკოლის გაცნობა და ინოვაციური მიდგომების შეთავაზება, განსაკუთრებულ ყურადღება გამახვილდება იურისპრუდენციის იმ უახლეს ტენდენციებზე, რომლებიც ციფრულ ეპოქაში გულისხმობენ, ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებზე დაყრდნობით, სამართლებრივი მომსახურების გაციფრულებას, სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებული დიდი მოცულობის მონაცემების AI-ის მეშვეობით ანალიზსა და მის იუსტიციის, მართლმსაჯულების სისტემაში დანერგვას.
პროფესორი ხათუნა ბურკაძე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე ისაუბრებს იურისპრუდენციაში დანერგილი ინოვაციური პროექტების შესახებ და აბიტურიენტებთან ერთად, კონკრეტული აპლიკაციების გამოყენებით, რეალურ დროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს შეამოწმებს.
გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.
