კონკურსი: კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის საბჭოს შემადგენლობაში სტუდენტი წევრის შერჩევა

7 October 2025

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია სკოლის საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლის შერჩევა, კანდიდატისათვის დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;

 

ვაკანტური ადგილი: 

სკოლის საბჭოს წევრი "სტუდენტი"ს სტატუსით

 

კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები

აკადემიური მოსწრება, დისციპლინა, სასკოლო და საუნივერსიტეტო აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩართულობის ინტენსივობა და შედეგები, პრიოვნული თვისებები. 

 

კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;  

 

  • შერჩეული სტუდენტი ხდებასკოლის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 (ერთი) აკადემიური წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა თუ: 1. სტუდენტს კავკასიის უნივერსიტეტში ამ ვადის გასვლამდე შეუჩერდება ან შეუწყდება სტუდენტის სტატუსი; 2. სტუდენტი რაიმე  გაუთვალისწინებელი მიზეზით,  ვერ ახერხებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას, სკოლა იტოვებს სტუდენტის გადარჩევისა და სხვა სტუდენტის შერჩევის უფლებას შიდა ნორმატიული წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

სკოლის საბჭო:

 

სკოლაში სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კოორდინირებისა და წარმართვისთვის იქმნება სკოლის საბჭო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო და სტრუქტურული ერთეულის სახით, რომელიც სკოლის  მართვის ორგანოა. სკოლის საბჭო განიხილავს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებს; ისმენს ანგარიშებს სკოლაში გაწეული მუშაობის შესახებ აკადემიური წლის ბოლოს; შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო მეთოდური მუშაობის შემდგომი სრულყოფის წინადადებებს და სხვა.

 

სკოლის საბჭოს შემადგენლობაში შედიან:  სკოლის დეკანი, საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ადმინისტრაციული დირექტორი, პროგრამის ხელმძღვანელი, ინოვაციური ტექნოლოგიების სამცენიერო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ინოვაციური ტექნოლოგიების სამცენიერო-ტექნიკური ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელი, სკოლის აკადემიური თანამდებობის პირები (განსაზღვრული პირობების შესაბამისად) და სტუდენტი.

 

სკოლის საბჭოს სხდომაზე წევრის მოწვევა განისაზღვრება საბჭოზე განსახილველი საკითხის რელევანტურობის გათვალისწინებით.

 

განაცხადი

 

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი:

  • სამოტივაციო წერილი;
    • სასკოლო ან/და საუნივერსიტეტო აქტივობაში, კონფერენციებში მონაწილეობის დასახელება და თარიღი.

 

ვადა

განაცხადის წარდგენის ვადა არის 15 ნოემბერი. განაცხადის წარდგენა