კონკურსის მიზანი:
კონკურსის მიზანია სკოლის საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლის შერჩევა, კანდიდატისათვის დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;
ვაკანტური ადგილი:
სკოლის საბჭოს წევრი "სტუდენტი"ს სტატუსით
კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:
აკადემიური მოსწრება, დისციპლინა, სასკოლო და საუნივერსიტეტო აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩართულობის ინტენსივობა და შედეგები, პრიოვნული თვისებები.
კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
- შერჩეული სტუდენტი ხდებასკოლის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 (ერთი) აკადემიური წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა თუ: 1. სტუდენტს კავკასიის უნივერსიტეტში ამ ვადის გასვლამდე შეუჩერდება ან შეუწყდება სტუდენტის სტატუსი; 2. სტუდენტი რაიმე გაუთვალისწინებელი მიზეზით, ვერ ახერხებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას, სკოლა იტოვებს სტუდენტის გადარჩევისა და სხვა სტუდენტის შერჩევის უფლებას შიდა ნორმატიული წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
სკოლის საბჭო:
სკოლაში სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კოორდინირებისა და წარმართვისთვის იქმნება სკოლის საბჭო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო და სტრუქტურული ერთეულის სახით, რომელიც სკოლის მართვის ორგანოა. სკოლის საბჭო განიხილავს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებს; ისმენს ანგარიშებს სკოლაში გაწეული მუშაობის შესახებ აკადემიური წლის ბოლოს; შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო მეთოდური მუშაობის შემდგომი სრულყოფის წინადადებებს და სხვა.
სკოლის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: სკოლის დეკანი, საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ადმინისტრაციული დირექტორი, პროგრამის ხელმძღვანელი, ინოვაციური ტექნოლოგიების სამცენიერო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ინოვაციური ტექნოლოგიების სამცენიერო-ტექნიკური ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელი, სკოლის აკადემიური თანამდებობის პირები (განსაზღვრული პირობების შესაბამისად) და სტუდენტი.
სკოლის საბჭოს სხდომაზე წევრის მოწვევა განისაზღვრება საბჭოზე განსახილველი საკითხის რელევანტურობის გათვალისწინებით.
განაცხადი:
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი:
- სამოტივაციო წერილი;
- სასკოლო ან/და საუნივერსიტეტო აქტივობაში, კონფერენციებში მონაწილეობის დასახელება და თარიღი.
ვადა:
განაცხადის წარდგენის ვადა არის 15 ოქტომბერი. განაცხადის წარდგენა