კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე გაიმართა CU-ის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი 2026.
ჩემპიონატში მონაწილეობა CU-ის 70-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- I ადგილი - დავით ბიძინაშვილი - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST)
- II ადგილი - გუგა მაკარაშვილი - კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB)
- III ადგილი - რატი მურვანიძე - კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB)
საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია - "ლიბრარეა"-ს ვაუჩერები და ჩემპიონატის სპონსორი, ქართული ბრენდი „ჯერარასდროს“-გან მაისურები გადაეცათ.
პირველ ადგილზე გასულ სტუდენტს, დავით ბიძინაშვილს გადაეცა გარდამავალი თასი.
ჩემპიონატი თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ჩემპიონატის სპონსორი იყო ქართული ბრენდი „ჯერარასდროს“.
