კავკასიის უნივერსიტეტის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი 2026

13 მაისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე გაიმართა CU-ის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი 2026.

 

ჩემპიონატში მონაწილეობა CU-ის 70-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო.

 

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

  • I ადგილი - დავით ბიძინაშვილი - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST)
  • II ადგილი - გუგა მაკარაშვილი - კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB)
  • III ადგილი - რატი მურვანიძე - კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB)

 

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია - "ლიბრარეა"-ს ვაუჩერები და ჩემპიონატის სპონსორი, ქართული ბრენდი „ჯერარასდროს“-გან მაისურები გადაეცათ.

 

პირველ ადგილზე გასულ სტუდენტს, დავით ბიძინაშვილს გადაეცა გარდამავალი თასი.

 

ჩემპიონატი თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

ჩემპიონატის სპონსორი იყო ქართული ბრენდი „ჯერარასდროს“.