კონფერენცია - საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი

22 November 2024

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, 19 ნოემბერს, გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ,,საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“.

 

კონფერენციის მიზანი იყო, საქართველოს კურორტების განვითარების ხელშეწყობა, სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის სკოლის სტუდენტმა მარიამ სამადაშვილმა, რომელმაც მოხსენება გააკეთა თემაზე: “მაღალმთიანი აჭარის თანამედროვე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები.''

 

კონფერენციის დასასრულს სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები.