CSG-ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

25 May 2022

23 მაისს,  კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის XIII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობისა და საჯარო მმართველობის აქტუალური მიმართულებების გაშუქება და სტუდენტების წახალისება, ჩაერთონ აკადემიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

 

მოხსენებები მოისმინეს და სტუდენტებს განმავითარებელი შეფასებები მისცეს აკადემიური ჟიურის წარმომადგენლებმა, შემდეგი შემადგენლობით: ეკა აკობია, სახელმწფიო მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი; ემირ ეთერია, სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი და მარიამ ტარასაშვილი, სახელმწიფო მართვის სკოლის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი.

 

კონფერენციაზე წარდგენილ იქნა 11 მოხსენება:  

 

  1. სოფია ფერაძე; ანა დოლიძე. საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა, II კურსი

 

„ახალი საჯარო მენეჯმენტიდან ნეო-ვებერიანიზმამდე; ახალი ვებერიანული მმართველობის სტილის დანერგვა საქართველოსა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მაგალითზე“

ხელმძღვანელი: თინათინ კუპრაშვილი, მოწვეული ლექტორი

 

  1. ანა არაბული. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, II კურსი

 

„ევროკავშირის გავლენა დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაზე და ბრექსიტის შემდგომ განვითარებული მოვლენები“

ხელმძღვანელი: რატი თვალავაძე, მოწვეული ლექტორი

 

  1. ნია ბარამაძე; ლილი ბოლქვაძე. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი.

 

„კიბერ შეტევები და დეზინფორმაციის გავრცელების ოპერაციები პანდემიის დროს.“ ხელმძღვანელი: თინათინ ხიდაშელი. მოწვეული ლექტორი

 

  1. ანუკა კოზმანაშვილი, ანო კილასონია. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი

 

„დასავლეთის და სანქციების როლი ისტორიული წარსულის გათვალისწინებით რუსეთ-უკრაინის ომში.“

ხელმძღვანელი: გიორგი მუჩაიძე, ასოცირებული პროფესორი

 

  1. ლიზა ჯანჯალია, მარიამ გუბიევი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, II კურსი

 

„მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების (ერთა ლიგისა და ევროპის საბჭოს) მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასება რუსეთის 1939 წლისა და 2022 წლის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების მიმართ“

ხელმძღვანელი: თამაზ ახობაძე, მოწვეული ლექტორი

 

  1. ნინო დანელია. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი

 

„შეცვალა თუ არა პანდემიის იზოლაციამ ისედაც იზოლირებული რუსეთი"

ხელმძღვანელი: თაკო ჯობავა, მოწვეული ლექტორი

 

  1. ანა რაზმაძე, ნინო მოისწრაფეშვილი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, II კურსი.

 

„მაღალი ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტატუსი“

ხელმძღვანელი: თამარ ონიანი, მოწვეული ლექტორი

 

  1. ნინი გორდაძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი.

 

„დემოკრატია და ადამიანის უფლებები პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში“

ხელმძღვანელი: სვიმონ მასხარაშვილი, მოწვეული ლექტორი

 

  1. მარიამი შარაშიძე, საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა, III კურსი

 

„ელექტრონული მმართველობა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი საჯარო პოლიტიკაში“

ხელმძღვანელი: თამაზ ახობაძე, მოწვეული ლექტორი

 

  1. მარიამ ბირთველიშვილი, ანნა პაიჭაძე. საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა, II კურსი

„ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გამოწვევები და განვითარების სტრატეგია საქართველოს საჯარო სექტორში“

ხელმძღვანელი: თამაზ ახობაძე, მოწვეული ლექტორი

 

  1. მარიამ არსენაშვილი; ნინო ფუტკარაძე. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა. III კურსი

 

„საერთაშორისო ტერორიზმი COVID-პანდემიის პირობებში“

ხელმძღვანელი: გიორგი გოგუაძე, ასისტენტ პროფესორი

 

კონფერენციაზე საპრიზო ადგილები მიენიჭათ შემდეგ მომხსენებლებს:

 

I ადგილი: სოფია ფერაძე, ანა დოლიძე.

II ადგილი: ანა არაბული.

III ადგილი: ნია ბარამაძე, ლილი ბოლქვაძე.