თანასწორობის კლუბის შეხვედრა

31 March 2025

კავკასიის უნივერსიტეტში თანასწორობის კლუბის ორგანიზებით საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების სტუმარი იყო „საქართველოს თანასწორობის ასოციაციის“ დამფუძნებელი ნინი შაქარაშვილი, რომელმაც სტუდენტებს GAFE-ს შექმნის ისტორია და ამ გზაზე არსებული სირთულეები გააცნო. მან ასევე ისაუბრა უხილავი უთანასწორობის იმ ასპექტებზე, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება საზოგადოებაში.

 

ღონისძიება პიკნიკის ფორმატში მიმდინარეობდა, რაც კიდევ უფრო სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს ქმნიდა. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და გააზიარეს თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილებები.