თანასწორობის კლუბის შეხვედრა

31 მარტი 2025

კავკასიის უნივერსიტეტში თანასწორობის კლუბის ორგანიზებით საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძიების სტუმარი იყო „საქართველოს თანასწორობის ასოციაციის“ დამფუძნებელი ნინი შაქარაშვილი, რომელმაც სტუდენტებს GAFE-ის შექმნის ისტორია და ამ გზაზე არსებული სირთულეები გააცნო. მან, ასევე ისაუბრა უხილავი უთანასწორობის იმ ასპექტებზე, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება საზოგადოებაში.

 

ღონისძიება პიკნიკის ფორმატში მიმდინარეობდა, რაც კიდევ უფრო სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს ქმნიდა. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გააზიარეს თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილება.