კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) აცხადებს ვაკანსიას მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

9 March 2022

 

აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

 

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის პაკეტის და მასთან თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომზადება/რედაქტირება;
  • რეკომენდაციების შემუშავება პროგრამის სასწავლო გეგმების (კურიკულუმის) დახვეწის მიზნით და შესაბამისი სამუშოების ჩატარება;
  • აკადემიური პროგრამების განვითარებაზე ზრუნვა და საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • სკოლისთვის საჭირო პარტნიორი ორგანიზაციების მოძიების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დადგენილი პერიოდულობით,  პროგრამის თვითშეფასებისა და სემესტრული ანგარიშების მომზადება; 
  • პროგრამაში შემავალი კომპონენტების სილაბუსების მომზადების და კორექტირების პროცესის,  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ან/და აკრედიტაციის ექსპერტებისაგან მიღებული შენიშვნების/რეკომენდაციების გათვალისწინებით კოორდინირების გაწევა ;   
  • ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტების ვიზიტის და ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს წინაშე პროგრამის წარდგენის პროცესში მონაწილეობა;
  • უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტთან საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის შეფასების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში თანამშრომლობა;
  • პროგრამის განვითარების მიზნით, შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების განხორციელება, კვლევის შედეგების ანალიზის და ანგარიშის მომზადება;  
  • პროგრამის განვითარების მიზნით, გარე შეფასების პროცესებში  მონაწილეობა, დარგის გამორჩეული ადგილობრივი თუ უცხოელი ექსპერტების აზრის გათვალიწინება და წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა;
  • პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმის და დაკვირვების გეგმის შემუშავება, სამიზნე ნიშნულების დადგენა, შედეგების ანალიზი, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისათვის უკუკავშირის უზრუნველყოფა;
  • სამეცნიერო ღონისძიებების/კონფერენციების დაგეგმვა და ორგანიზება;







საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით.
  • შესაბამისი დარგში  მუშაობის არანაკლებ  5 (ხუთი) წლიანი  გამოცდილება;
  • საგანმანათლებლო სექტორში მუშაობის  ან ლექციების კითხვის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1, IELTS 7+, TOEFL 94+ ან ექვივალენტი);

 

  • ინგლისურ ენაზე ვრცელი ანგარიშების და/ან აკადემიური ნაშრომების მომზადების გამოცდილება.



პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა; 
  • დისციპლინირებულობა.
  • მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;



დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე და ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა,  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge 

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი (CSB).

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის  27.03.2022 - ის ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



გისურვებთ წარმატებას!