აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის პაკეტის და მასთან თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომზადება/რედაქტირება;
- რეკომენდაციების შემუშავება პროგრამის სასწავლო გეგმების (კურიკულუმის) დახვეწის მიზნით და შესაბამისი სამუშოების ჩატარება;
- აკადემიური პროგრამების განვითარებაზე ზრუნვა და საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- სკოლისთვის საჭირო პარტნიორი ორგანიზაციების მოძიების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- დადგენილი პერიოდულობით, პროგრამის თვითშეფასებისა და სემესტრული ანგარიშების მომზადება;
- პროგრამაში შემავალი კომპონენტების სილაბუსების მომზადების და კორექტირების პროცესის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ან/და აკრედიტაციის ექსპერტებისაგან მიღებული შენიშვნების/რეკომენდაციების გათვალისწინებით კოორდინირების გაწევა ;
- ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტების ვიზიტის და ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს წინაშე პროგრამის წარდგენის პროცესში მონაწილეობა;
- უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტთან საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის შეფასების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში თანამშრომლობა;
- პროგრამის განვითარების მიზნით, შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების განხორციელება, კვლევის შედეგების ანალიზის და ანგარიშის მომზადება;
- პროგრამის განვითარების მიზნით, გარე შეფასების პროცესებში მონაწილეობა, დარგის გამორჩეული ადგილობრივი თუ უცხოელი ექსპერტების აზრის გათვალიწინება და წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა;
- პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმის და დაკვირვების გეგმის შემუშავება, სამიზნე ნიშნულების დადგენა, შედეგების ანალიზი, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისათვის უკუკავშირის უზრუნველყოფა;
- სამეცნიერო ღონისძიებების/კონფერენციების დაგეგმვა და ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით.
- შესაბამისი დარგში მუშაობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;
- საგანმანათლებლო სექტორში მუშაობის ან ლექციების კითხვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1, IELTS 7+, TOEFL 94+ ან ექვივალენტი);
- ინგლისურ ენაზე ვრცელი ანგარიშების და/ან აკადემიური ნაშრომების მომზადების გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა.
- მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე და ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი (CSB).
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 27.03.2022 - ის ჩათვლით.
შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!